კაბადოკია - მსოფლიოს მერვე საოცრება (სარფის გავლით)

Rate this item
(2 votes)

ტურის ფასი: 370 დოლარი
გასვლა:  23 აპრილს


tao-klarjeti


kabadokia

შენი საუკეთესო მეგზური კაბადოკიაში

"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრსიტიანისთვის".

ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი ...

უცებ კარგავ რეალობის განცდას ...

წარსულს აქ განსაკუთრებულად გრძნობ ...

ცაში აზიდული კლდეები მარადიულ ქებას აღუვლენს უფალს ...

წმინდა გიორგის გმირობის ამბებს ჰყვებიან ტაძართა ფრესკები ...

აქ წმინდა ნინო მოევლინა ქვეყანას ...

აქ დაიწყო მან პირველად უფლის დიდება ...

გაძლევთ შანსს მოხვდეთ მისტიკურ კაბადოკიაში

პირველი დღე: თბილისი - ბათუმი - სარფი (საბაჟო) - კაბადოკია;

06:00 გასვლა თბილისიდან სარფის მიმართულებით

13:00 - 14:00 საბაჟოს პროცედურები

გამგზავრება კაბადოკიის მიმართულებით (მგზავრობის ხანგრძლივობა 22 - 24 საათი).

მეორე დღე: გორემე - ზელვე - უჩხისარი - ურგუფი;

08:00 დაბინავება 4* სასტუმროში, საუზმე (დასვენება 4 - 5 საათი)

13:00 - 19:00 მოვინახულებთ Goreme-ს ღია ცისქვეშ მუზეუმს, მონკის ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს, Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს.

20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. (ვისაც სურს Turkish Night-ზე წასვლა 21:00 – 00:00)

მესამე დღე: იხლარას ხეობა, კაიმაკლი, ავანოსი, ჩავუშინ-პაშაბაგი;

08:00 საუზმე სასტუმროში

09:00 - 19:00 გავემგზავრებით Ihlara-ს ხეობაში, სადაც ვნახავთ რამოდენიმე ეკლესიას, შემდეგ გავემგზავრებით Derinkuy-ში, სადაც მოინახულებთ მიწისქვეშა ქალაქს.

20:00 დაბრუნება ურგუფში სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეოთხე დღე: კაბადოკია - ტრაპზონი;

07:00 საუზმე სასტუმროში

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ "გიუზელრუთს" – ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწის ქვეშა მცირე საცხოვრებლებით, მთავარი ტაძარი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) სახელობისაა. კაბადოკიაში ტური დასრულდება ურგუფში 2 საათიანი Shopping-ით.

გამომგზავრება ტრაპზონის მიმართულებით. ღამისთევა ტრაპზონში სასტუმროში.

მეხუთე დღე: ტრაპზონი - თბილისი;

07:00 საუზმე სასტუმროში

საუზმის შემდეგ ვეწვევით სუმელას სამონასტრო კომპლექსს, ვნახავთ მცირე აია სიფიას ტაძარს.

დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

 

გასვლა: 23 აპრილს

ფასი: 370 დოლარი (ექვივალენტი ლარში)

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;

ღამისთევა 4* სასტუმროში კაბადოკიაში 2 ღამე;


ღამისთევა 3* სასტუმროში ტრაპზონში 1 ღამე

ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

ქართულენოვანი გიდის მომსახურეობა

მუზეუმებში, ტაძრებსა და მიწისქვეშა ქალაქებში შესასვლელი ბილეთები;

სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 596 96 19 19; + 995 551 19 19 20;

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ტაო-კლარჯეთი - თბილისი 2600 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 12 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. 
  • პირველ ღამეს გვიწევს ავტობუსში ძილი. ამიტომ ტური საკმაოდ დამღლელია.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • სარფის საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 24/24
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
  • შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".

კაბადოკია - მერვე საოცრება

  • ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ