მთავარი
ტაო-კლარჯეთი
ისტორია
ტაო-კლარჯეთის ისტორია
ისტორიული გეოგრაფია
გრიგოლ ხანძთელი
ცხოვრება და მოღვაწეობა
ღირსი მამა
ლოცვანი წმ. გრიგოლისა
გიორგი მერჩული
შინაარსი
ტაო-კლარჯეთის რუკა
ტაოს ძეგლები
ბანა
ოშკი
იშხანი
ხახული
პარხალი
ოთხთა
კავკასიძეების ციხე
თორთუმის ციხე
კლარჯეთის ძეგლები
ხანცთა (ხანძთა)
ოპიზა
ტბეთი
დოლისყანა
არტანუჯის ციხე
ახიზის ციხე
სათლეს ციხე
შატბერდი
ფოტოემოციები
ოშკი (2003)
ხანცთა (2009)
ბანა (2005)
პარხალი (2009)
ხახული (2011)
ნუკა-საყდარი (2010)
თუხარისი (2005)
ვაშლობი (2010)
თამარის არხი (2005)
ხეოთი (2003)
ჩანგლი (2011)
ერუშეთი (2003)
შატბერდი (2010)
ქაჯთა ქალაქი (2009)
გარყლობის ციხე (2004)
კავკასიძეების ციხე (2005)
ანჩა (2010)
გადავარჩინოთ ოშკი
ტურები
ტურები საქართველოში
გუდაური
ბაკურიანი
მესტია
ხევსურეთის ტური
თუშეთის ტური
3 დღიანი სვანეთი
4 დღიანი სვანეთი
5 დღიანი სვანეთი
1 დღიანი ყაზბეგი
2 დღიანი ყაზბეგი
ჯომარდი
აბუდელაურის ტბები
1 დღიანი ბირთვისები
2 დღიანი ბირთვისები
1 დღიანი ღვინის ტური
2 დღიანი ღვინის ტური
სიღნაღი & ბოდბე
დავით გარეჯი
ლაგოდეხის ნაკრძალი
საინგილო (ჰერეთი)
ვაშლოვანი
ბორჯომი - ახალციხე
ვარძია
დმანისი - ბოლნისი
ფიტარეთი
გორი უფლისციხე
ქუთაისი
კაცხის სვეტი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონები
ტობავარჩხილის ტბა
რაჭა
მაღალმთიანი აჭარა
ბათუმი
ლაშქრობა თუშეთიდან
ლაშქრობა ხევსურეთიდან
ლაშქრობა რაჭიდან
ნადირობა
თევზაობა
ლორე
ტაო-კლარჯეთი
სამდღიანი ტური
ოთხდღიანი ტური
ხუთდღიანი ტური
ტურები კაბადოკიაში
კაბადოკია
უახლოესი გასვლები
ტრანსპორტი
მერსედეს სპრინტერი
მერსედეს ვიანო
ტოიოტა 4Runner
მიცუბიში დელიკა
გალერეა
კონტაქტი
კავკასიძეების ციხე (2005)
Rate this item
1
2
3
4
5
(1 Vote)
font size
decrease font size
increase font size
Print
Email
ვისაც ტაო-კლარჯეთში უმოგზაურია, აუცილებლად მოიხილავდა ოთხთა ეკლესიას. ცენტრალური გზიდან ვიდრე გადაუხვევდა, არ შეიძლებოდა არ შეემჩნია ციცაბო კლდეზე ზვიადად ამომართული ციხესიმაგრე. მნახველთაგან მრავალი მასზე ასვლასა და დათვალიერებასაც შეეცდებოდა, თუმცა მალე დარწმუნდებოდა, რომ ციხე დღეს თითქმის მიუდგომელია, სურათებს გადაიღებდა და ოთხთა ეკლესიისკენ გზას გააგრძელებდა.
2003 წ
ელს, ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში წასვლის წინ, იქ უკვე ნამყოფმა ზურა ბატიაშვილმა ციხის ფოტო გვაჩვენა და განგვიმარტა, რომ კომპლექსის ქვეშ გამავალი თანამედროვე გზის მშენებლობისას ციხეზე ასასვლელი საცალფეხო ბილიკი მორღვეულა, რის გამოც იქ ასვლა უკვე შეუძლებელიაო. მე მაინც ავალ-მეთქი - ჩემი მცირე ალპინისტური გამოცდილების იმედად კი დავიქადნე, მაგრამ სულ მალე, როცა იქ მოვხვდი, რამდენიმე ცდის შემდეგ სხვათა მსგავსად მეც დავრწმუნდი, რომ თოკის გარეშე ციხეზე ასვლა ძალზე სარისკო იყო. ხელმოცარვა გულში ჩავიდე და დანაქადნების ასრულება სამომავლოდ გადავდე.
2005 წლის ზაფხულში გიორგი კალანდიას გავყევი თურქეთში, დოკუმენტური ფილმის - ''ერთი ჭოროხის შვილები'' გადასაღებად. ასე გვქონდა ჩაფიქრებული, რომ კავკასიძეების ციხეზე ასვლის ეპოპეა ფილმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი უნდა გამხდარიყო.
იუსუფელიდან ადრე გავედით და სათანადო ალპინისტური აღჭურვილობით ციხეს მივადექით. რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა. ილია ზდანევიჩის შემდგომ, რომელმაც 1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მსვლელობისას, მოახერხა ციხეზე აძრომა და მცირე, თუმცა ფასეული ინფორმაციის ჩამოტანა, კავკასიძეების ციხეზე მკვლევართაგან აღარავინ ყოფილა. არადა, იმ კოხტა ეკლესიაში, ქვემოდან რომ მშვენივრად ჩანს, ფრესკები და მნიშვნელოვანი წარწერა გვეგულებოდა...
კარსმომდგარი აღმოჩენის სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მარშრუტის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია. ვარიანტი ჯერ კიდევ 2 წლის წინ შევარჩიე - ციხის დასავლეთ მხარეზე ციცაბო კლდეზე ღარს უნდა ავყოლოდით და მერე შედარებით ადვილი იქნებოდა ციხის გალავნამდე აღწევა. გალავნის ერთი მონაკვეთი გარღვეულია და ამ ნარღვევის მეშვეობით ციხეში მოვხვდებოდით. ასეც მოვიქეცი, სასწრაფოდ შევედი ღარში და თვალის დახამხამებაში მივადექი გალავანს. მაგრამ ადგილზე გამაცია, როცა ნარღვევთან აღმოვჩნდი. კედელი ამ ადგილას გახვრეტილი კი არა, მხოლოდ გარედან ჩამოშლილი ყოფილა. უკან დასახევი გზა აღარ იყო. ჟინით შეპყრობილს ისიც დამვიწყებია, რომ თოკი უნდა ჩამება, რათა ასვლის შემთხვევაში ზემოთ დამემაგრებინა და ბიჭებიც ამოსულიყვნენ.
თოკის წვერი ამომიგდეს და მეც შევუდექი დაცვის დამაგრებას. ამ საქმეში გამოცდილები დამემოწმებიან, რომ ვისაც თოკი ''გააქვს'', მისთვის ''დაცვა'' ცოტა არ იყოს და პირობითია, თორემ ღმერთმა დაგიფაროს და მოწყდე, 5-10-მეტრიანი ფრენის შემდეგ სად და როგორ მიენარცხები, ეგ მხოლოდ მამაზეციერმა უწყის. ჰოდა, ''ფსიქოლოგიურმა დაცვამ'', ბავშვობიდან გამოყოლილმა ჯინიანობამ, უკანდახევა რომ მეთაკილებოდა, არშემდგარი ალპინისტობით გაღიზიანებამ, დღემდე ხინჯად რომ მომყვება, პირველნახვის წადილმა თუ უბრალოდ რწმენამ, რომ ღმერთი ჩვენთან არს და რაც მთელი არსებით გინდა, აუცილებლად აგისრულდება, თავისი გაიტანა და რიყის ქვით ნაგებ შვეულ კედელს შევუყევი...
მახსოვს ასვლის ყიჟინა, ჩემიც და ქვემოთ დარჩენილი მეგობრებისაც. მერე მახსოვს, თითქმის ერთი საათი ქანცგამოცლილი ვიჯექი ციხის გოდოლთან. ვიჯექი და არაფრის თავი აღარ მქონდა...
მახსოვს ზარი თბილისიდან, ამაღლებას გილოცავო. რა იცოდა, სად ვიყავი...
ამაღლება ყოფილიყო...
(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)
Social Bookmarks
back to top