ტურები ხევსურეთში (როშკა - აბუდელაურის ტბები - ჭაუხები - ჯუთა)

Rate this item
(2 votes)

ტურის ფასი: 85 ლარი
გასვლა: ყოველ პარასკევს შაბათსა და კვირას


www.taoklarjeti.com



შენი საუკეთესო მეგზური აბუდელაურის ტბებზე

მარშრუტი: თბილისი - ბარისახო - როშკა - აბუდელაურის ტბები - ჭაუხები - ჯუთა - სნო - ყაზბეგი - გუდაური - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ ტური; Hike, Camping;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica;
კვება: ორჯერადი;
განთავსება: კარავში;
ტურის ხანგძლიობა: 1, 2 და 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 160 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ბარისახო - როშკა - აბუდელაურის ტბები
პირველ დღეს ვნახავთ: ბარისახო, კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი, კორშას ლოდები, აბუდელაურის სამი ტბა (მწვანე, ლურჯი და თეთრი)
გზად გაივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობას, მოინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს, სამანქანო გზით მიხვალთ სოფელ როშკამდე. გზა სოფელი კორშიდან სოფელ როშკამდე სიმაღლეზე ერთბაშად ასვლის პროცესია, რაც თავისთავად ძალიან საინტრესოს ხდის მგზავრობას გამორჩეული კლიმატითა და მრავალფეროვანი ხედებით.

08:00 გასვლა თბილისიდან როშკას მიმართულებით;
10:00 ბარისახოს გავლით კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი.
11:00 სოფელი როშკა (როშკას ცნობილი ლოდები);
11:30 სადილი საველე პირობებში (ლანჩი);
12:00  - 18:00 ლაშქრობა აბუდელაურის ტბებზე
19:00 დაბრუნება როშკაში ვახშამი
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ფეხით სავალი მონაკვეთი: სოფელი როშკიდან ტბებამდე მანძილი იფარება ფეხით, რაც დაახლოებით 6 - 7 კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი დატვირთულია ემოციებით, ადრენალინით და დაუვიწყარი თავგადასავლებით (შესაძლებელია ცხენების დაქირავება).

გასვლა ყოველ შაბათ - კვირას
ერთდღანი ტურის ფასი: 85 ლარი

მეორე დღე: ორდღიანი ტურის შემთხვევაში პირველ დღეს ვნახულობთ მხოლოდ მწვანე და ლურჯ ტბებს. საღამოს ტბების მიმდებარედ ჭაუხების ძირში დავბანაკდებით, ვახშამი კოცონის გარშემო, ღამისთევა კარვებში. 
მეორე დღეს ვნახავთ: ჭაუხების ულამაზეს მთას, აბუდელაურების ყველაზე დიდ თეთრ ტბას.
09:00 საუზმე;

10:00 - 15:00 თეთრი ტბის დალაშქვრა
18:00 დაბრუნება როშკაში და გამომგზავრება თბილისისკენ.
19:00 ვახშამი როშკაში
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ფეხით სავალი მონაკვეთი:  6 - 7 კილომეტრი ჭაუხები - თეთრი ტბა - როშკა

გასვლა: ყოველ შაბათს - კვირას
ორდღიანი ტურის ფასი: 145 ლარი

მესამე დღე: სამდღიანი ტურის შემთხვევაში პირველ დღეს ვნახულობთ სამივე ტბას. საღამოს დავბანაკდებით თეთრ ტბასთან, ვახშამი კოცონის გარშემო, ღამისთევა კარვებში. 
მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში გვიწევს საძელეს (3000 მ.) ან ჭაუხების (3340 მ.) უღელტეხილის გადავლა (დამოკიდებულია ჯგუფის სურვილზე. უღელტეხილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ სირთულეების მიხედვით). დილით საუზმის შემდეგ გასვლა ჯუთას მიმართულებით. უღელტეხილის გადასვლის შემდეგ ვტოვებთ ხევსურეთის ტერიტორიას და გადავდივართ ხევში (ყაზბეგის მხარეს). დაბანაკება კარვებით ჯუთას ალპინისტურ ბანაკში.
მესამე დღეს ვნახავთ: ჯუთას ხეობას დასაც გვხვდება ულამაზესი ჩანჩქერები და ტბები,  ბანაკი "ზეთა", სოფელი ჯუთა, სნოს ციხე და საპატრიარქო რეზიდენცია, ყაზბეგი, გერგეტის სამება.
09:00 საუზმე

12:00 სოფელი ჯუთა, სადაც დაგვხვდება ჯიპი რომელმაც ორი დღის წინ დაგვტოვა როშკაში. აქ მთავრდება ჩვენი საფეხმავლო ტური.
13.00 მცირედი შესვენება ბანაკ "ზეთაში" (ყავა, ჩაი).
14:00 სნოს ციხე და საპატრიარქო რეზიდენცია.
15:00 გერგეთის სამება
19:00 ვახშამი ფასანაურში (მოხეური ხინკალი)
20:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ფეხით სავალი მონაკვეთი:  3 კმ. ჯუთას ხეობაში

გასვლა: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
სამდღიანი ტურის ფასი: 360 ლარი 

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული ჯიპებით - Mistubishi Delica;
ღამისთევა კარავში 1 ან 2 ღამე;
კარვის სრული აღჭურვილობა;
ორჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამდღიანი ტურის გამართვა შესაძლებელია პირიქითაც: ჯუთადან - როშკამდე. დრო და ტურის ღირებულება უცვლელი რჩება. იცვლება მხოლოდ მიმართულებები.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - როშკა - ჯუთა - თბილისი 350 კმ.

საჭირო ეკიპირება !!!

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !!!