მთავარი
ტაო-კლარჯეთი
ისტორია
ტაო-კლარჯეთის ისტორია
ისტორიული გეოგრაფია
გრიგოლ ხანძთელი
ცხოვრება და მოღვაწეობა
ღირსი მამა
ლოცვანი წმ. გრიგოლისა
გიორგი მერჩული
შინაარსი
ტაო-კლარჯეთის რუკა
ტაოს ძეგლები
ბანა
ოშკი
იშხანი
ხახული
პარხალი
ოთხთა
კავკასიძეების ციხე
თორთუმის ციხე
კლარჯეთის ძეგლები
ხანცთა (ხანძთა)
ოპიზა
ტბეთი
დოლისყანა
არტანუჯის ციხე
ახიზის ციხე
სათლეს ციხე
შატბერდი
ფოტოემოციები
ოშკი (2003)
ხანცთა (2009)
ბანა (2005)
პარხალი (2009)
ხახული (2011)
ნუკა-საყდარი (2010)
თუხარისი (2005)
ვაშლობი (2010)
თამარის არხი (2005)
ხეოთი (2003)
ჩანგლი (2011)
ერუშეთი (2003)
შატბერდი (2010)
ქაჯთა ქალაქი (2009)
გარყლობის ციხე (2004)
კავკასიძეების ციხე (2005)
ანჩა (2010)
გადავარჩინოთ ოშკი
ტურები
ტურები საქართველოში
გუდაური
ბაკურიანი
მესტია
ხევსურეთის ტური
თუშეთის ტური
3 დღიანი სვანეთი
4 დღიანი სვანეთი
5 დღიანი სვანეთი
1 დღიანი ყაზბეგი
2 დღიანი ყაზბეგი
ჯომარდი
აბუდელაურის ტბები
1 დღიანი ბირთვისები
2 დღიანი ბირთვისები
1 დღიანი ღვინის ტური
2 დღიანი ღვინის ტური
სიღნაღი & ბოდბე
დავით გარეჯი
ლაგოდეხის ნაკრძალი
საინგილო (ჰერეთი)
ვაშლოვანი
ბორჯომი - ახალციხე
ვარძია
დმანისი - ბოლნისი
ფიტარეთი
გორი უფლისციხე
ქუთაისი
კაცხის სვეტი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონები
ტობავარჩხილის ტბა
რაჭა
მაღალმთიანი აჭარა
ბათუმი
ლაშქრობა თუშეთიდან
ლაშქრობა ხევსურეთიდან
ლაშქრობა რაჭიდან
ნადირობა
თევზაობა
ლორე
ტაო-კლარჯეთი
სამდღიანი ტური
ოთხდღიანი ტური
ხუთდღიანი ტური
ტურები კაბადოკიაში
კაბადოკია
უახლოესი გასვლები
ტრანსპორტი
მერსედეს სპრინტერი
მერსედეს ვიანო
ტოიოტა 4Runner
მიცუბიში დელიკა
გალერეა
კონტაქტი
თამარის არხი (2005)
Rate this item
1
2
3
4
5
(1 Vote)
font size
decrease font size
increase font size
Print
Email
ტაო-კლარჯეთი ერთი დიდი სამყაროა, დიდი მთებით და დიდი ველებით, დიდი ტაძრებით და დიდი ციხეებით. არ ვიცი, ეს მხოლოდ განცდაა თუ მართლა რეალობა, მაგრამ იქიდან აქეთა საქართველო თითქოს გეპატარავება, გგონია, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში არა გვაქვს, ასეთ რამეს პირველად ხედავ... ასე რომ გვგონია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს ქვეყანას სათანადოდ არ ვიცნობთ, მაგრამ ეს სხვა საკი
თხია. ასეა თუ ისე, იმ არხის მსგავსი, რომელიც 2005-ში პარხლის ხეობაში ვნახე, არაფერი მინახავს მანამდე.
გიორგი კალანდია ფილმს იღებდა ტაოელ ქართველებზე, პარხლის ხეობაში პატარა კუნძულივით, 3 სოფლადღა რომ დარჩენილან ერთ დროს უზარმაზარი პროვინციიდან. რომელ ქართველსაც არ უნდა გამოლაპარაკებოდი, ყველამ იცოდა მეფე `თამარას~ სახელი, რომელსაც `რუ უკეთებია~, `უშენებია~ და `სოფლისთვინ გუმუყვანია~. მთელი არხი გავიარეთ, სოფლიდან სათავემდე. ალაგ-ალაგ კლდე უჭრიათ, ადგილ-ადგილ ჯებირი უშენებიათ, აქა-იქ ალბათ ხისგან გამოთლილი ღარები ჩაუდგამთ (დღეს უკვე ბეტონით შეუცვლიათ) და ულამაზესი სოფლის ტერასებიანი ბაღ-ვენახებისთვის სარწყავი წყალი მიუციათ. დამატებითი სასწაული ისაა, რომ 2-კილომეტრიანი არხი დღესაც მოქმედია და ხალხი მორიგეობით უვლის მას. ყოველ დიდებულ და თვალსაჩინო სიძველეს ქართველი კაცი ხომ სათაყვანებელ მეფე-ქალს უკავშირებს. არც ტაოს ქართველობაა გამონაკლისი. ვინ უწყის, ეგება და ერთხელაც მართლა სწვევია თამარი პარხლის ხეობას და უწყლო სოფლისთვის სასწრაფოდ რუს გამოყვანა უბრძანებია...
(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)
Social Bookmarks
back to top