შენი საუკეთესო მეგზური ვაშლოვანში
მარშრუტი: თბილისი - დედოფლისწყარო - ვაშლოვანის ნაკრძალი - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ ტური;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica;
კვება: ორჯერადი;
განთავსება: კეთილმოწყობილ ბუნგალოში;
ტურის ხანგძლიობა: 1 დღე ან 2 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 260 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე: თბილისი - ვაშლოვანის დაცული ტერიტორია - დედოფლისწყარო - თბილისი
პირველ დღეს ვნახავთ: ტახტი-თეფას ვულკანები, ხორნაბუჯის ციხე, წმინდა ელიას ეკლესია.
08:00 გასვლა თბილისიდან ვაშლოვანის მიმართულებით;
10:00 ეწვევით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენრს, სადაც მიიღებთ ზოგად ინფორმაციას ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ, გაივლით რეგისტრაციას და გაეცნობით დაცულ ტერიტორიაზე ქცევის წესებს.
10:30 შემდეგ გაემართებით ბუნების ძეგლის - არწივის ხეობისკენ. აქედან საფეხმავლო ბილიკი (1,5კმ) მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ, ხეობის კალთაზე არსებული გადასახედებისკენ, საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების და ხეობაში ვარდნილი ჩანჩქერების თვალიერებაა შესაძლებელი.
12:00 ბუნების ძეგლს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ხორნაბუჯის ციხესიმაგრე. მეხუთე საუკუნის ეს უმშვენიერესი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი და ბევრ საიდუმლოს ინახავს.
13:00 ტურის მონაწილეები აქვე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე მოწყობილ საპიკნიკეზე ისადილებთ.
17:00 შემდეგ გაემგზავრებით ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, გაივლით ცენტრალურ შესასვლელს და სასაზღვრო პოლიციის საკონტროლო პუნქტს, სადაც მოხდება სასაზღვრო ზოლში შესვლის რეგისტრაცია. გზად დაათვალიერებთ ეროვნული პარკის არიდულ ფართოფოთლოვან ტყესა და გაშლილ ველებს, დააკვირდებით ფრინველებს. საღამოს მდინარე ალაზნის ჭალაში კეთილმოწყობილ (განათება, სამზარეულო, სანკვანძი, საძინებლი) ბუნგალოებში დაბანაკდებით.
19:00 ვახშამი. ვახშმამდე შეგიძლიათ ითევზაოთ ან თავი შეიქციოთ ჭალაში მობინადრე ცხოველების თვალიერებით. ვახშამი სურვილისამებრ შეგიძლიათ მიირთვათ საპიკნიკეზე ან ბუნგალოში.
23:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
გასვლა ყოველ შაბათ - კვირას
ერთდღანი ტურის ფასი: 65 ლარი
მეორე დღე: ორდღიანი ტურის შემთხვევაში პირველი დღე სრულდება ბუნგალოში ღამისთევით.
მეორე დღეს ვნახავთ: დათვის ხევი.
09:00 საუზმე;
10:00 საუზმის შემდეგ მოკლე საფეხმავლო მარშრუტს გაივლით და მანქანით ვაშლოვანის ნაკრძალისკენ აიღებთ გეზს, დაათვალიერებთ ნაკრძალის უძველს საკმლისხიან ტყეს.
12:00 ისადილებთ დათვის ხევის საპიკნიკეზე და გახვალთ საფეხმავლო მარშრუტზე.
13:00 - 15:00 გზად შეხვდებით ველურ ცხოველებს, მათ ნაკვალევს (დათვი, მგელი, ფოცხვერი . . . ) დაათვალიერებთ ნამარხი ფაუნის ნაშთებს.
18:00 გამომგზავრება თბილისისკენ
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
გასვლა: ყოველ შაბათს - კვირას
ორდღიანი ტურის ფასი: 145 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული ჯიპებით - Mistubishi Delica 4X4;
ღამისთევა ბუნგალოში;
ცხენის ქირაობა;
სამჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
;
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
დამატებითი ინფორმაცია:
- ჯგუფის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
- ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით.
- კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ვაშლოვანი - თბილისი 520 კმ.
- მხოლოდ ტრანპორტით 4X4 მომსახურეობა ერთი დღე 150 $
საჭირო ეკიპირება !!!
- მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
- წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
- წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
- მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.