გთავაზობთ მოგზაურობას კაბადოკიაში. "კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის" ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. კაბადოკიას მსოფლიოს მერვე საოცრებასაც ეძახიან. ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს. მოგზაურობა კაბადოკიაში ტურები კაბადოკიაში კაბადოკიის სასტუმროები სასტუმრო კაბადოკიაში ტრანსპორტირება კაბადოკიაში სუვენირების მაღაზია კაბადოკიაში კაბადოკიის მუზეუმი მუზეუმები კაბადოკიაში ტრაპზონი შოპინგ ცენტრი ტრაპზონში სუმელას მონასტერი მცირე აია სოფიას მონასტერი სავაჭრო ცენტრი ტრაპზონში კაბადოკიის ექსკურსია იჰლარას ხეობა ურგუფი სასტუმრო ურგუფში
ვრცლად