კაბადოკია - მსოფლიოს მერვე საოცრება (ვალეს გავლით)

Rate this item
(11 votes)

ტურის ფასი: 650 ლარი 
2019 წლის გასვლის თარიღები: 17 აპრილი; 8 მაისი; 1 ივნისი;


tao-klarjeti


kabadokia

შენი საუკეთესო მეგზური კაბადოკიაში

"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრსიტიანისთვის".

ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი ...

უცებ კარგავ რეალობის განცდას ...

წარსულს აქ განსაკუთრებულად გრძნობ ...

ცაში აზიდული კლდეები მარადიულ ქებას აღუვლენს უფალს ...

წმინდა გიორგის გმირობის ამბებს ჰყვებიან ტაძართა ფრესკები ...

აქ წმინდა ნინო მოევლინა ქვეყანას ...

აქ დაიწყო მან პირველად უფლის დიდება ...

გაძლევთ შანსს მოხვდეთ მისტიკურ კაბადოკიაში

პირველი დღე: თბილისი – ვალის საბაჟო – ოლთისი – ერზრუმი – ერზინჯანი (ღამისთევა), (გზად შესაძლებელია ბანას მონახულება)

მეორე დღე: ერზინჯანი – სივასი – კაისერი – ჩავუშინი (სავარაუდოდ წმ. გიორგის დაბადების ადგილი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ნათლისმცემლის ეკლესიით) - გორემე - ღია ცის ქვეშ მუზეუმი (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და მოხატული ეკლესიები, მათ შორისაა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც საფუძვლად დაედო ცნობილ „შენ ხარ ვენახის“ ხატს) – გორემე (ღამისთევა კლდეში ნაკვეთ სასტუმროში )

მესამე დღე: გორემე – იჰლარას ხეობა (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და მოხატული ეკლესიები, მათ შორის წმ. გიორგის ეკლესია, გურჯი ხათუნის აგებული, სადაც დაცულია მისივე გამოსახულება) – დერინქოის მიწისქვეშა ქალაქი (რამდენიმე დონიანი საცხოვრებელი ინფრასტურქტურით მოწყობილი კატაკომბები) – უჩჰისარი (კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საიდანაც იშლება ვრცელი პანორამა) – გორემე (ღამისთევა კლდეში ნაკვეთ სასტუმროში)

მეოთხე დღე: უღრუპი – გორემე – ფაშაბაღლარი (ბაღი, კაბადოკიისათვის დამახასიათებელი „ქუდიანი“ კლდეებით) – ზელვე (კლდეში ნაკვეთი კომპლექსები და ეკლესიები, ამ ხეობაში გადაღებულია ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის ეპიზოდი) – ერზინჯანი (ღამისთევა)

მეხუთე დღე: ერზინჯანი – ერზრუმი – ოლთისი – ვალის საბაჟო – თბილისი. დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

 

2019 წლის გასვლის თარიღები: 17 აპრილი; 8 მაისი; 1 ივნისი;

ფასი: 650 ლარი

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;

ღამისთევა 4* სასტუმროში 4 ღამე

ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა)

კვალიფიციური გიდის და თარჯიმანის მომსახურება

მუზეუმების მოსაკრებელი

სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი;

შუადღის კვება

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 551 19 19 20;

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - კაბადოკია - თბილისი 3200 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 15 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • ვალეს საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 10:00 - 20:00
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
  • შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".

კაბადოკია - მერვე საოცრება

  • ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ