ხუთდღიანი ტური ტაო–კლარჯეთში

Rate this item
(2 votes)

ტურის ფასი: 395 ლარი
გასვლა: 12 სექტემბერს


tao-klarjeti


tao-klarjeti, khandzta (xandzta)

შენი საუკეთესო მეგზური ტაო-კლარჯეთში

"ოდესღაც აქედან იწყებოდა საქართველო"

პირველი დღე: თბილისი - ახალციხე - ვალე (საბაჟო) - ფოსოვი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - შავშეთი - სათლეს ციხე - ტბეთი - ხანძთა - ოპიზა - ართვინი

პირველ დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: სათლეს ციხე, ტბეთი, ხანძთა, ოპიზა.

06:00 – გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით. თბილისი - ახალციხე - ვალე

10:00 – 11:00 საბაჟო პროცედურები.

11:00 – 14:00 ვალეს საბაჟო - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - არტაანი - არსიანის უღელტეხილი (2450 მ) - შავშეთი - სათლეს ციხე (დროის სიმცირის გამო ციხეზე ასვლა არ ხერხდება, გზიდან ვუღებთ სურათებს და ვაგრძელებთ გზას)

14:00 – 14:30 სათლეს ციხე - ტბეთი

15:30 – 17:30 ტბეთი - ხანძთა

19:00 – 20:00 ხანძთა - ოპიზა

20:30 – 23:00 ოპიზა - ართვინი - სასტუმრო

ფეხით სავალი მონაკვეთი: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო საცალფეხო ბილიკი (საშუალო სირთულის) 2 კმ.

მეორე დღე: სასტუმრო - ართვინი - დოლისყანა - არტანუჯის ციხე - იენი-რაბათი - იუსუფელი - სასტუმრო

მეორე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: დოლისყანა, ახიზას ციხე, არტანუჯის ციხე, იენი-რაბათი.

08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.

09:00 – 10:00 სასტუმრო - დოლისყანა

11:00 – 13:00 დოლისყანა - არტანუჯის ციხე

14:00 – 18:00 არტანუჯის ციხე - იენი-რაბათი

19:00 – 20:00 იენი-რაბათი - იუსუფელი

20:00 – 21:00 "შოპინგი" იუსუფელში

21:00 – 22:00 იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" 13 კმ.

ფეხით სავალი მონაკვეთები: არტანუჯის ციხეზე 600 მეტრი.

მესამე დღე: სასტუმრო - პარხალი - იუსუფელი - ხახული - ოშკი - თორთუმის ციხე, ტბა და ჩანჩქერი, - სასტუმრო

მესამე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: პარხალი, თორთუმის ციხე, ხახული, ოშკი.

08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.

09:00 – 10:00 სასტუმრო - პარხალი 15 კმ.

11:00 – 13:00 პარხალი - იუსუფელი - თორთუმის ციხე

14:00 – 16:00 თორთუმის ციხე - ხახული

16:30 – 17:30 ხახული - ოშკი

18:30 – 19:00 ოშკი - თორთუმის ჩანჩქერი

19:30 – 20:00 თორთუმის ჩანჩქერი - იუსუფელი

20:00 – 21:00 "შოპინგი" იუსუფელში

21:00 – 22:00 იუსუფელი - სასტუმრო "აგარა" 13 კმ.

ფეხით სავალი მონაკვეთები: პარხალში 300 მეტრი, თორთუმის ციხეზე 400 მეტრი.

მეოთხე დღე: ჯომარდი იუსუფელში - კავკასიძეების ციხე - ოთხთა - იუსუფელი - სასტუმრო.

დღეს ჯომარდის დღეა. დაშვება მოხდება საშუალო სირთულის კატეგორიის მარშრუტზე მდინარე პარხლისწყალზე (მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადი). მარშრუტის სიგრძეა 15 კმ და მდინარის დონიდან გამომდინარე დაშვებას სჭირდება 2 საათი. ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი. დაშვება მოხდება 8 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი.

მეოთხე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: კავკასიძეების ციხე, ოთხთა.

08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.

09:00 – 10:30 სასტუმრო - იუსუფელი

11:30 – 14:30 ჯომარდი

15:30 – 19:00 იუსუფელი - ოთხთა. გზად ვნახავთ კავკასიძეების ციხეს (ციხეზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია)

20:00 – 21:00 "შოპინგი" იუსუფელში

21:00 – 22:00 იუსუფელი - სასტუმრო "ბარსელონა".

ფეხით სავალი მონაკვეთი: ოთხთაში 200 მეტრი.

მეხუთე დღე: სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი - ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალე (საბაჟო) - ახალციხე - თბილისი

მეხუთე დღეს სანახავი ისტორიული ძეგლები: იშხანი, ბანა.

08:00 – 09:00 საუზმე სასტუმროში.

09:00 – 10:30 სასტუმრო - იუსუფელი - იშხანი

11:30 – 13:30 იშხანი - ბანა

14:30 – 18:00 ბანა - კოლა - არტაანი - ერუშეთის უღელტეხილი (2550 მ) - ფოსოვი - ვალეს საბაჟო

18:00 – 19:00 საბაჟო პროცედურები.

19:00 – 23:00 ვალის საბაჟო - ახალციხე - თბილისი

დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

ფეხით სავალი მონაკვეთი: ბანაში 400 მეტრი.

 

გასვლა: 12 სექტემბერს

ფასი: 395 ლარი

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;

ღამისთევა სასტუმროში ართვინში 1 ღამე;

ღამისთევა სასტუმროში "აგარა" 2 ღამე;

ღამისთევა სასტუმროში "ბარსელონა" 1 ღამე;

ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

გიდის მომსახურეობა;

ყველა სახის ადგილობრივი მოსაკრებელი;

სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

დაგვიკავშირდით: + 995 5 96 96 19 19;   + 995 551 19 19 20;

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

შენიშვნა:

  • სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ჯამში 11 ისტორიულ ძეგლს. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: ტრანსპორტით გამოწვეული შეფერხება, საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ძეგლების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ძეგლების რაოდენობა უცვლელი რჩება, მაინც ყველა ძეგლს ვნახულობთ. ტური არის დატვირთული და აქედან გამომდინარე საკმაოდ დამღლელიც.

დამატებითი ინფორმაცია

  • სასტუმრო "აგარა" არ მდებარეობს "იუსუფელში". ქალაქისგან 13 კილომეტრის მოშორებით, პარხალის წყლის ხეობაში, 45 წუთის სავალზე, მდინარის პირას დგას კოტეჯის ტიპის კეთილმოწყობილი სასტუმრო.
  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ტაო-კლარჯეთი - თბილისი 1400 კმ.
  • მეორეხარისხოვანი (გრუნტიანი) გზები: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო გზა 25 კმ. პარხალში 15 კმ. ოთხთაში 14 კმ. იშხანში 10 კმ. ბანაში 2 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 12 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. შესაძლებელია უფრო მცირე ჯგუფიც იყოს, თუმცა ტურის ღირებულება შესაბამისად გაიზრდება. მაგალითად 6 - 7 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ტური აუცილებლად შედგება ფასი იქნება 295 ლარი.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • ვალეს საბაჟო მუშაობს ყოველ დღე 24/24
  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
  • თორთუმის ჩანჩქერის "მუშაობის" პერიოდი არის მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე.
  • შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".
  • დროის სიმცირის გამო უმჯობესია შუადღის კვება ტრანსპორტში მოგვარდეს (თან საქმე).
  • ვინც მარხვაზეა, უნდა გაითვალისწინოს კვების მენიუ სასტუმროში: კალმახი, კიტრი, პომიდორი, ბრინჯი, კარტოფილი, კვერცხი, კარაქი, ჯემი, ყველი, თაფლი, ჩაი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ