მთავარი
ტაო-კლარჯეთი
ისტორია
ტაო-კლარჯეთის ისტორია
ისტორიული გეოგრაფია
გრიგოლ ხანძთელი
ცხოვრება და მოღვაწეობა
ღირსი მამა
ლოცვანი წმ. გრიგოლისა
გიორგი მერჩული
შინაარსი
ტაო-კლარჯეთის რუკა
ტაოს ძეგლები
ბანა
ოშკი
იშხანი
ხახული
პარხალი
ოთხთა
კავკასიძეების ციხე
თორთუმის ციხე
კლარჯეთის ძეგლები
ხანცთა (ხანძთა)
ოპიზა
ტბეთი
დოლისყანა
არტანუჯის ციხე
ახიზის ციხე
სათლეს ციხე
შატბერდი
ფოტოემოციები
ოშკი (2003)
ხანცთა (2009)
ბანა (2005)
პარხალი (2009)
ხახული (2011)
ნუკა-საყდარი (2010)
თუხარისი (2005)
ვაშლობი (2010)
თამარის არხი (2005)
ხეოთი (2003)
ჩანგლი (2011)
ერუშეთი (2003)
შატბერდი (2010)
ქაჯთა ქალაქი (2009)
გარყლობის ციხე (2004)
კავკასიძეების ციხე (2005)
ანჩა (2010)
გადავარჩინოთ ოშკი
ტურები
ტურები საქართველოში
გუდაური
ბაკურიანი
მესტია
ხევსურეთის ტური
თუშეთის ტური
3 დღიანი სვანეთი
4 დღიანი სვანეთი
5 დღიანი სვანეთი
1 დღიანი ყაზბეგი
2 დღიანი ყაზბეგი
ჯომარდი
აბუდელაურის ტბები
1 დღიანი ბირთვისები
2 დღიანი ბირთვისები
1 დღიანი ღვინის ტური
2 დღიანი ღვინის ტური
სიღნაღი & ბოდბე
დავით გარეჯი
ლაგოდეხის ნაკრძალი
საინგილო (ჰერეთი)
ვაშლოვანი
ბორჯომი - ახალციხე
ვარძია
დმანისი - ბოლნისი
ფიტარეთი
გორი უფლისციხე
ქუთაისი
კაცხის სვეტი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონები
ტობავარჩხილის ტბა
რაჭა
მაღალმთიანი აჭარა
ბათუმი
ლაშქრობა თუშეთიდან
ლაშქრობა ხევსურეთიდან
ლაშქრობა რაჭიდან
ნადირობა
თევზაობა
ლორე
ტაო-კლარჯეთი
სამდღიანი ტური
ოთხდღიანი ტური
ხუთდღიანი ტური
ტურები კაბადოკიაში
კაბადოკია
უახლოესი გასვლები
ტრანსპორტი
მერსედეს სპრინტერი
მერსედეს ვიანო
ტოიოტა 4Runner
მიცუბიში დელიკა
გალერეა
კონტაქტი
შატბერდი (2010)
Rate this item
1
2
3
4
5
(1 Vote)
font size
decrease font size
increase font size
Print
Email
რას იფიქრებდნენ მონასტრის დამაარსებელი გრიგოლ ხანცთელი და ქტიტორი ბაგრატ კურაპალატი, ხუროთმოძღვარი, კირითხურონი და ქვისმთლელნი, ნაყოფისშემომწირველნი და მუშაკნი, ასეულობით მამანი - მწირველ-მლოცველნი და მშრომელ-მოღუაწენი, მწიგნობარ-მთარგმნელნი, მწერალ-კალიგრაფნი და ხელნაწერთა მკაზმველ-მმოსველ-მამკობელნი, დიდგზაგამოვლილი მლოცველნი და გულმხურვალე მავედრებელნი, რომ გამოხდებოდა ხანი და
ძეხორციელი აღარ დარჩებოდა ერთ დროს სახელოვან სავანეში, ტაძარი დაინგრეოდა, მონასტრის არემარე გავერანდებოდა, ეკლესიის დარჩენილ კედლებს კი ახლო-მახლო მოსახლენი ქვა-ქვა დააცლიდნენ სამოსელს, მერე იქვე ფერდობზე სოფელი ბოსელთა გაჩნდებოდა და დიდი ლავრის დიდი სახელი მხოლოდ ადგილობრივთათვის ცნობილ ''შარბეთად'' იქცეოდა, ამ კაცთაგან დავიწყებულ, უმოწყალოდ გაძარცულ ნანგრევებამდე კაცი ვერ მიაღწევდა და ძველი წიგნებიდან ცნობილ სახელოვან შატბერდად ხან ერთ მონასტერს მიიჩნევდნენ, ხან კი მეორეს. ვინ იფიქრებდა...
სოფელ ბოსელთადან დაღმართ-დაღმართ დაშვებისას ნანგრევები დავინახე და ეჭვმა გამკრა - ნუთუ ესაა შატბერდი-მეთქი. ადგილობრივ გლეხკაცს ვკითხე ტაძრის სახელი. ქილისეო (ანუ ეკლესიაო), მომიგო. ნამონასტრალისკენ ხელი გავიშვირე და კითხვა შევატრიალე - და ადგილს რას ეძახით-მეთქი. შარბეთსაო. ბავშვივით გავიხარე. ეს სიხარული გაორმაგდა, როცა ბერიკაცმა ნამონასტრალის თავზე წამომდგარი დიდი მთისკენ მიმითითა - ''შუაქილდე'' (შუაკლდე) ჰქვიაო.
შეგრძნება, რომ ნამდვილ შატბერდში ხარ, უფრო და უფრო ძლიერდება, როცა იქ ცოტა მეტ ხანს რჩები, ვიდრე ამის დრო გაქვს, როცა ტაძრის გატიტვლებულ კედლებზე უზარმაზარი თლილი ქვების კვალს ხედავ, როცა ეკლესიის პირვანდელ მასშტაბებს წარმოიდგენ და 20-25-მეტრიან სატრაპეზოსა თუ სკრიპტორიუმს გარს შემოუვლი, როცა მზე გადაიწვერება და ტყიან-კლდიანი გარემოს მთელი სიდიადე ნაირფერად წარმოჩნდება, როცა სახელდახელოდ წამოღებულ მეწამულ ღვინოს ჩამოატარებ და აქ მოსაგრე მამებისას იტყვი, როცა მონასტრის თავზე ამაყად წამომართული ციხისკენ გზას დაადგები და დროდადრო მოიხედავ, მოიხედავ და ორწყაროშუა კონცხზე ალაგ-ალაგ დარჩენილ, დიდი ისტორიის მოწმე აწ უკვე პატარა ნაშთებს დაინახავ. არა, ადგილის შერჩევა დიდებული იცოდა ნეტარმა გრიგოლმა, ხანცთისა და შატბერდის მაშენებელმა...
(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)
Social Bookmarks
back to top