ლორე - ქართული კვალი კავკასიაში

Rate this item
(1 Vote)

ერთდღიანი ტურის ფასი - 65 ლარი
გასვლა: 22 სექტემბერი


www.taoklarjeti.com



 

გთავაზობთ ერთდღიან ტურს ლორეში

მარშრუტი: თბილისი - ახტალა - ქობაირი - ჰნევანქი - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 - 11 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით - 160 კმ.
კვება : ერთჯერადი (პიკნიკი ბუნებაში)

გასვლა: ?? სექტემბერს.
ფასი: 65 ლარი


ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
კვება (ერთჯერადი);
გიდის მომსახურეობა;
ყველა სახის ადგილობრივი მოსაკრებელი;
სამოგზაურო დაზღვევა სომხეთის ტერიტორიაზე;

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.  

ინფორმაცია:

  • ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ვალე - თბილისი 350 კმ.
  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 12 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. შესაძლებელია უფრო მცირე ჯგუფიც იყოს, თუმცა ტურის ღირებულება შესაბამისად გაიზრდება. მაგალითად 6 - 7 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ტური აუცილებლად შედგება და ფასი იქნება 120 ლარი.

ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!

  • საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი
  • პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
  • ე.წ. ბორჯღალიანი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, მიუხედავად მისი მოქმედების ვადისა. კანონმდებლობის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან იგი ხმარებიდან ამოღებულია.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
მოკლე ინფორმაცია ძეგლების შესახებ:
  • ახტალა: ახტალის სამონასტრო კომპექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიაც საქართველოს ეკუთნოდა. აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაუარსებია თუმცა იმდროინდელი ტაძრისა არაფერი არ შემორჩენილა. მოგვიანებით IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველობიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920 - იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.
  • ახპატი: ახპატი იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორეს პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათი ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდით კედლებს. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. 
  • ჰნევანქი: ჰნევანქი - იგივე ძველი ჭეშმარიტი – გუმბათიანი ტაძარი, რომელიც XII საუკუნის შუა ხანებშია განახლებული. აქვს სუმბატ დიდი ორბელის 1154 წლის საქტიტორო წარწერა. ორბელები იმ დროისათვის ქვემო ქართლის ვრცელი ნაწილის მფლობელები იყვნენ, და როგორც ჩანს მათ სააღმშენებლო მოღვაწეობა ამ რეგიონსაც მოიცავდა. ძველი ჭეშმარიტის ეკლესია ვახუშტი ბატონიშვილთან იხსენიება. ტაძრის გარშემო მრავლადაა ქართული საფლავები. 
  • სანაჰინი (შანაჰინ): სანაჰინი სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე - 10 საუკუნეში ლორეს გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც "ეს უფრო ძველია ვიდრე ის", სავარაუდოდ „ის“ - ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “. ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
  • ქობაირის მონასტერი: ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორეს კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუა ხანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულ წარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).
  • ქალაქი ალავერდი და თამარ მეფის ხიდი ალავერდში: ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII ს-ში. 1770 წ. ლორეს ოლქში დასახლდნენ ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წ. დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა.1801 წ. ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1938 წ. მიიღო ქალაქის სტატუსი.1963 წლიდან კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. აქ შემორჩენილია თამარის ხიდი.