ერთი და სამდღიანი ტურები ლაგოდეხში (ლაგოდეხის დაცული ტერიტორია)

Rate this item
(3 votes)

ტურის ფასი: 65 ლარი
გასვლა: ყოველ შაბათ - კვირას


www.taoklarjeti.com


ლაგოდეხის ნაკრძალი

შენი საუკეთესო მეგზური ლაგოდეხში

მარშრუტი: თბილისი - ლაგოდეხი - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო, საფეხმავლო, საცხენოსნო;
სატრანსპორტო საშუალება: Mitsubishi Delica ან მოკრო ავტობუსი;
კვება: ორჯერადი;
ტურის ხანგძლიობა: ერთი დღე; ან სამი დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 170 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

ერთდღიანი ტურების დეტალური აღწერა:

პირველი მარშრუტი: თბილისი - ლაგოდეხის ჩანჩქერი - თბილისი
სანახავი ადგილები: ლაგოდეხის ჩანჩქერი.
08:00 გასვლა თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით
10:30 დაახლოებით ორსაათნახევრიანი მოგზაურობის შემდეგ ვეწვევით ლაგოდეხის ნაკრძალს. 
11:00 წახემსება (პიკნიკი) საველე პირობებში
11:30 გამგზავრება ლაგოდეხის ჩანჩქერისკენ. მარშრუტი იწყება ნარძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. ფეხით სასიარულო მონაკვეთი 7 კილომეტრია. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.
22:00 ვახშამი და დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით  

მეორე მარშრუტი: თბილისი - გურგენიანის ჩანჩქერი - თბილისი
სანახავი ადგილები: გურგენიანის ჩანჩქერი.
08:00 გასვლა თბილისიდან ლაგოდეხის (სოფელი ზემო გურგენიანი) მიმართულებით
11:00 დაახლოებით სამსაათიანი მოგზაურობის შემდეგ ვეწვევით სოფელ ზემო გუგენიანს საიდანაც დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური. 
11:30 წახემსება (პიკნიკი) საველე პირობებში

12:00 გამგზავრება გურგენიანის ჩანჩქერისკენ. მარშრუტი იწყება სოფელ ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. ფეხით სასიარულო მონაკვეთი 8 კილომეტრია. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.
22:00 ვახშამი და დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

მესამე მარშრუტი: თბილისი - მაჭის ციხე - თბილისი
სანახავი ადგილები: მაჭის ციხე.
08:00 გასვლა თბილისიდან ლაგოდეხის (სოფელი მაწიმი) მიმართულებით
11:00 დაახლოებით სამსაათიანი მოგზაურობის შემდეგ ვეწვევით სოფელ მაწიმს საიდანაც დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური. 
11:30 წახემსება (პიკნიკი) საველე პირობებში
12:00 გამგზავრება მაჭის ციხისკენ. მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ფეხით სასიარულო მონაკვეთი 4 კილომეტრია. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.
22:00 ვახშამი და დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

გასვლა: ყოველ შაბათ - კვირას
ერთდღიანი ტურების ფასი: 85 ლარი



სამდღიანი ტურის დეტალური აღწერა:

სამანქანო  - საცხენოსო ტურისტული მარშრუტი "შავი კლდეების ტბა"
ტურის ხანგრძლივობა: სამი დღე;
მარშრუტის სიგრძე: 50 კმ;

07:00 გასვლა თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით
მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით. 

პირველი დღე: პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე დღე: მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე დღე: მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.
გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. 

გასვლა: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
სამდღიანი ტურების ფასი: 360 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან Mitsubishi Delica;

ინგლისური და რუსულენოვანი გიდის და ინსტრუქტორის მომსახურეობა;
ორჯერადი კვება;
სამდღიანი ტურის შემთხვევაში ღირებულებაში ასევე შედის კარვები სრული აღჭურვილობით (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი)

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დამატებითი მომსახურეობა:

  • გთავაზობთ სასტუმროს ჯავშნებს ლაგოდეხში 50 ლარიდან
  • მხოლოდ ტრანსფერის ფასი: თბილისი - ლაგოდეხი (ცალი გზა) 150 $ ან 250 ლარი. სატრანსპორტო საშუალება: Mitsubishi Delica (1 - 7 კაცი)
  • ტურისტებს საშუალება ეძლევათ იქირაონ და გადაადგილდნენ ცხენებით (ერთი დღით ქირაობის ფასი 35 - 40 ლარი)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრამდე. 
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ლაგოდეხი - თბილისი 340 კმ.

საჭირო ეკიპირება !!!

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !!!