შენი საუკეთესო მეგზური ტაო-კლარჯეთში
"ოდესღაც აქედან იწყებოდა საქართველო"
პირველი დღე: 06:00 გასვლა თბილისიდან, კარწახის საბაჟო, სათლეს ციხე (ამჟამად დაკეტილია და ამიტომ ვჩერდებით და ვათვალიერებთ მხოლოდ გარედან), ტბეთი, ხანცთა, დოლისყანა. ღამისთევა სასტუმროში "აგარა". (გზად გავივლით ისტორიულ პროვინციებს სამცხეს, ერუშეთს, არტანს, შავშეთსა და კლარჯეთს; არსიანისა და ერუშეთის უღელტეხილებს; ფოცხოვის, მტკვრის, შავშეთ-იმერხევის და არტანუჯის ხეობებს; რამდენიმე ციხესა (ჯაყი, მერე, სათლე, სვეტი, მგლინავი, წეფთა და სხვა) და ეკლესიას).
ფეხით სავალი მონაკვეთი: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო საცალფეხო ბილიკი (საშუალო სირთულის) 500 მ.
მეორე დღე: საუზმის შემდეგ გასვლა სასტუმროდან. მოვინახულებთ: ოთხთა ეკლესია, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი და ტბა. ღამისთევა სასტუმროში "აგარა". (გზად გავივლით ისტორიულ პროვინციებს - იმიერ და ამიერ ტაოს, თორთუმს, ნიგალს; მდინარე ჭოროხისა და თორთუმის ხეობას; რამდენიმე ციხესა (თუხარისი, კავკასიძეები, ასპარაშენი, ენგუზეკი და სხვა) და ეკლესიას)
ფეხით სავალი მონაკვეთები: ოთხთაში 200 მეტრი.
მესამე დღე: გასვლა იუსუფელიდან, იშხანი, ბანა. საბაჟო პროცედურები და დაბრუნება თბილისში (გზად გავივლით ისტორიულ პროვინციებს იმიერ და ამიერ ტაოს, კოლას, არტანს, პალაკაციოსა და ჯავახეთს; ოლთისისწყლის, ბანასა და მტკვრის ხეობებს; რამდენიმე ციხესა (ნორბერდი, ფარაკანი, ავჭალა და სხვა) და ეკლესიას).
ფეხით სავალი მონაკვეთი: ბანაში 400 მეტრი.
გასვლა: [14-16] ივნისი
ფასი: 450 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ღამისთევა კოტეჯის ტიპის საოჯახო სასტუმროში 2 ღამე; ფოტოები იხილეთ შემდეგ ბმულზე Agara Otel
ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
პროფესიონალი გიდის მომსახურეობა;
ყველა სახის ადგილობრივი მოსაკრებელი;
სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე;
ღირებულებაში არ შედის:
ალკოჰოლური სასმელი
დაგვიკავშირდით: + 995 551 19 19 20;
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
შენიშვნა:
- სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ჯამში 11 ისტორიულ ძეგლს. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: ტრანსპორტით გამოწვეული შეფერხება, საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ძეგლების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ძეგლების რაოდენობა უცვლელი რჩება, მაინც ყველა ძეგლს ვნახულობთ. ტური არის დატვირთული და აქედან გამომდინარე საკმაოდ დამღლელიც.
დამატებითი ინფორმაცია
- სასტუმრო "აგარა" არ მდებარეობს "იუსუფელში". ქალაქისგან 13 კილომეტრის მოშორებით, პარხალის წყლის ხეობაში, 45 წუთის სავალზე, მდინარის პირას შეგხვდება კოტეჯის ტიპის კეთილმოწყობილი სასტუმრო.
- ტურის ყველაზე აქტუალური სეზონი პერიოდი: მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით.
- კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ტაო-კლარჯეთი - თბილისი 1400 კმ.
- მეორეხარისხოვანი (გრუნტიანი) გზები: ხანძთაში კლდოვანი და ვიწრო გზა 25 კმ. პარხალში 15 კმ. ოთხთაში 14 კმ. იშხანში 10 კმ. ბანაში 2 კმ.
- ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 15 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის. შესაძლებელია უფრო მცირე ჯგუფიც იყოს, თუმცა ტურის ღირებულება შესაბამისად გაიზრდება. მაგალითად 6 - 7 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ტური აუცილებლად შედგება ფასი იქნება 650 ლარი.
- უამინდობის გამო თუ ვერ მოხერხდა ხანძთაზე ასვლა, ამ შემთხვევაში მოვინახულებთ არტანუჯის ციხეს. * სააგენტო იტოვებს უფლებას ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის გზებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო მოახდინოს ცვლილება ტურის განრიგში.
ჩვენ გირჩევთ - თქვენ ითვალისწინებთ !!!
- საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ახალი ID ბარათი.
- პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
- 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მშლობლებისგან.
- თორთუმის ჩანჩქერის "მუშაობის" პერიოდი არის მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე.
- შოპინგისთვის უკეთესია თან იქონიოთ თურქული ლირა, თუმცა დოლარიც "მუშაობს".
- ვინც მარხვაზეა, უნდა გაითვალისწინოს კვების მენიუ სასტუმროში: კალმახი, კიტრი, პომიდორი, ბრინჯი, კარტოფილი, კვერცხი, კარაქი, ჯემი, ყველი, თაფლი, ჩაი.