შენი საუკეთესო მეგზური ბირთვისებში
მარშრუტი: თბილისი - ფარცხისი - თბისი - ბირთვისები - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ან მოკრო ავტობუსი;
კვება: ორჯერადი;
ტურის ხანგძლიობა: 10 - 11 საათი;
მანძილი: ერთი მიმართულებით 90 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა:
თბილისი - ბირთვისები - თბილისი.
სანახავი ადგილები: უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს ბირთვისებიდან 5 - 6 კილომეტრის მანძილზე (ფარცხისის ტბასთან), დედაციხე.
09:00 გასვლა თბილისიდან ბირთვისების მიმართულებით; ბირთვისები მდებარეობს თბილისიდან სამხრეთით 60 კმ - ის დაშორებით (ქვემო ქართლის რეგიონი).
09:30 ჩასვლა ალგეთის ხეობაში. ბირთვისებამდე გვიწევს ორი სოფლის გავლა. პირველი არის ფარცხისი და მეორე თბისი. გზა ვიწრო და კლდიანია რომლის შემდეგაც იწყება ტყის მასივი. 1 - 2 საათიანი საფეხმავლო ლაშქრობის შემდეგ მივაღწევთ "დედაციხემდე" რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. გიდ - ინსტრუქტორთან ერთად უნიკალური ციხე - სიმაგრის დაპყრობა (სპეციალური აღჭურვილობით).
15:00 ვიდრე თქვენ ციხეებს დაიპყრობთ მანამდე კოცონი გიზგიზებს მწვადისთვის და სუფრა იშლება ...
20:00 სადილის შემდეგ გამომგზავრება უკან თბილისისკენ.
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
გასვლა: ყოველ შაბათსა და კვირას
ფასი: 55 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან ჯიპებით - Mistubishi Delica;
ორჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
;
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
დამატებითი ინფორმაცია:
- ჯგუფის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
- ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
- კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ბირთვისი - თბილისი 180 კმ.
საჭირო ეკიპირება !!!
- მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
- წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
- წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
- მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.