ოთხდღიანი ტური სვანეთში (მესტია - უშგული - ლატალი)

Rate this item
(4 votes)

ტურის ფასი: 350 ლარი
შემდეგი გასვლა: 28 ივლისი


tao-klarjeti


svaneti ushguli mestia

შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში

მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - თბილისი;

ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური;

სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი;

კვება: სამჯერადი (გზის კვების გარდა);

განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;

ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;

მანძილი: ერთი მიმართულებით 550 კმ.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

 

ტურის დეტალური აღწერა

პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - მესტია

პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სასახლე ზუგდიდში, ენგურის კაშხალი, მესტია.

06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;

13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.

14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში;

19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეორე დღე: მესტია - ჰაწვალი - მჟავე წყლები - ლენჯერი - ლატალი

მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა), სოფელი ლენჯერი, სოფელი ლატალი.

07:00 საუზმე სასტუმროში;

08:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი.

12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ "უშბას" ულამაზესი პანორამული ხედები;

14:00 სადილი მესტიაში, მინერალური წყლების დაგემოვნება;

16:00 სოფელი ლენჯერი - ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება;

18:00 სოფელი ლატალი - ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება;

20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

მესამე დღე: მესტია - უშგული - მესტია

მესამე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი, სოფელი კალა.

07:00 საუზმე სასტუმროში;

08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გავჩერდებით მჟავე წყლებთან;

10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;

12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 50 ლარად). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.

15:30 სადილი საველე პირობებში (ლანჩი)

16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).

20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში;

ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.

მეოთხე დღე: მესტია - ზუგდიდი - მარტვილი - თბილისი

მესამე დღეს ვნახავთ: მესტია, მარტვილის კანიონები.

08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით;

13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში;

21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

 

გასვლა: 28 ივლისი / 11 აგვისტო / 25 აგვისტო / 

ფასი: 350 ლარი - სრული პაკეტი
ფასი: 315 ლარი - მუზეუმების გარეშე
ფასი: 290 ლარი - მუზეუმების და კვების გარეშე
ფასი: 135 ლარი - მხოლოდ ტრანსპორტი და გიდის მომსახურება 

სრული პაკეტის ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;

ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე;

სამჯერადი კვება (გზის კვების გარდა);

ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

ნავების გადასახადი მარტვილში;

ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;

მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 596 96 19 19 / +995 551 19 19 20

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებში ოთახებში განლაგება ხდება სამ და ოთხ ადგილიან ნომრებში. ერთადგილიანი ოთახის მოთხოვნის შემთხვევაში ტურისტი იხდის ორი კაცის საფასურს. რაც შეეხება ორადგილიან ნომრებს - გამონაკლის შემთხვევაში ცოლ-ქმრისთვის არის შესაძლებელი. 
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - სვანეთი - თბილისი 1200 კმ.

საჭირო ეკიპირება

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ

  • koruldis-tbebi
  • mestia
  • svaneti-koruldis_tba
  • svaneti-mestia
  • svaneti-ushguli
  • svaneti
  • ushba
  • ushguli

Simple Image Gallery Extended