ორდღიანი ტური ხევში (ყაზბეგი - გერგეთის სამება - გველეთის ჩანჩქერი - ჯუთა)

Rate this item
(3 votes)

ტურის ფასი: 150 ლარი
გასვლა: ყოველ შაბათს


tao-klarjeti


kazbegi

შენი საუკეთესო მეგზური ყაზბეგში

მარშრუტი: თბილისი - ჟინვალი - ანანური - გუდაური - ყაზბეგი - გერგეთის სამება - გველეთი - დარიალი - სნო - ჯუთა - თბილისი;

ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური;

სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი;

კვება: ორჯერადი (ორივე დღეს);

განთავსება: კარავში;

ტურის ხანგძლიობა: 1 ღამე / 2 დღე;

მანძილი: ერთი მიმართულებით 250 კმ.

შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

 

ტურის დეტალური აღწერა

პირველი დღე: თბილისი - ანანური - გუდაური - ყაზბეგი - გერგეთი - დარიალი - გველეთი

პირველ დღეს ვნახავთ: ანანურის კომპლექსი (XVI - XVII სს), გუდაური, ვეძა - მჟავე წყლები, ყაზბეგი, გერგეთის სამება, დარიალი, გველეთის ჩანჩქერი

08:00 გასვლა თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით;

09:00 ანანურის სამონასტრო კომპლექსი.

11:00 გუდაურის გადმოსახედი რომლის აშენებაც გიორგიევსკის ტრაკქტატს უკავშირდება;

11:30 ვეძა - მძავე წყლები;

12:00 სადლი საველე პირობებში (ლანჩი)

14:00 გერგეთის სამება

16:00 გველეთის ჩანჩქერი

18:00 დარიალის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მშენებარე 200 კაციანი სამონასტრო კომპლექსი.

20:00 ტურის ყველაზე საინტერესო მომენტი ... დაბანაკება კარვებით ... კოცონი - მწვადი - გართობა - სიმღერა - ახალი მეგობრები - სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები ... და სხვა მრავალი სიურპრიზი.

ფეხით სავალი მონაკვეთი: გველეთის ჩანჩქერზე 900 მ.

მეორე დღე: ალპური ლაშქრობა

მეოთხე დღეს ვნახავთ: ჭაუხების ულამაზეს მთას, სოფელი ჯუთა, ბანაკი ზეთა, სნოს ციხე და საპატრიარქო რეზიდენცია.

08:00 საუზმე;

09:00 - 14:00 გამგზავრება ჯუთას ხეობაში საიდანაც იშლება ჭაუხების ულამაზესი ხედები. გასეირნება ხეობაში სადაც შეგვხვდება რამოდენიმე ჩანჩქერი და ტბები.

14:00 სადილი საველე პირობებში (ლანჩი)

17:00 დაბრუნება ჯუთაში და გამომგზავრება თბილისისკენ.

18:00 სნოს ციხე და საპატრიარქო რეზიდენცია.

20:00 ვახშამი ფასანაურში (მოხეური ხინკალი)

21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

ფეხით სავალი მონაკვეთი: ჯუთაში 5 კმ. (შესაძლებელია ცხენების დაქირავება)

 

გასვლა: 13 სექტემბერი

ფასი: 150 ლარი

ღირებულებაში შედის:

ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;

ღამისთევა კარავში 1 ღამე;

კარვის სრული აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი)

ორჯერადი კვება;

ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;

ღირებულებაში არ შედის:

ალკოჰოლური სასმელი

 

დაგვიკავშირდით: + 995 551 19 19 20

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით გერგეთის სამებაზე ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ყაზბეგი - ჯუთა - თბილისი 500 კმ.

საჭირო ეკიპირება

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ