![]() |
ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები) - ბუბა კუდავაბევრისგან და ბევრჯერ გაგვიგონია აუგი ჩვენი დროების შესახებ - რომ ასეთი ჟამი ჯერ არ გვქონია, რომ ასერიგად არასოდეს დავძაბუნებულვართ, რომ ასე და ისე გვიშლიან ხელს... ალბათ მართლაც რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და ალბათ მეც ხშირად განმიკითხავს ჩვენი აწმყო, თუმცა ისიც უნდა დავამატო, რომ უზომოდ მადლიერი ვარ განგებისა, რომ სწორედ იმ დროს ვცხოვრობ, როცა რიგით ქართველს არავინ გიშლის ფეხდაფეხ მოიარო ადგილები, რომელთა ნახვის ნატვრა საფლავში ჩაჰყვათ დიდ მოღვაწეთა თაობებს. ზოგმა შესაძლოა ისტორიული პროცესი, ზოგმა გამართლება, ზოგმა კი დამთხვევა დაარქვას ღვთის ამ წყალობას ... |